გუგული მაღრაძე: ბლოკი ხშირად გამოდის ისეთი პარტიების გადამრჩენად, რომელთაც სიცოცხლისუნარიანობა აღარ აქვთ

თუ ჩვენ ბლოკებს გავაგრძელებთ, ეს მოგვცემს იმას, რომ ძირითადი მხოლოდ ერთი პარტია იქნება და დანარჩენები უმოქმედოები, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
მაღრაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ბლოკები უნდა გაუქმდეს. მისი აზრით, ჯანსაღი პოლიტიკური ფონისთვის ბლოკების გაუქმება აუცილებელია.
„მე ვთვლი, რომ ბლოკები უნდა გაუქმდეს, რადგან ბლოკი ხშირად გამოდის ისეთი პარტიების გადამრჩენად, რომელთაც სიცოცხლისუნარიანობა აღარ აქვთ. ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, ის ზღვარი გადავლახეთ, როცა არჩევნებზე აბსოლუტური სიყალბე იყო. პარტია უკვე დგება პირისპირ რეალობასთან – ან გიჭერს მხარს საზოგადოება, ან არა. როცა არ გიჭერს მხარს ხალხი, ასეთ შემთხვევაში. პარტიამ სხვა გზა უნდა მონახოს თავისი პოლიტიკური განწყობების დასაფიქსირებლად” , – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები