დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე ფართებს 3-დან 6 თვის ვადაში ქირის გარეშე დაუთმობენ

თბილისის მერიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით მსჯელობენ. დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება დაზარალებული პირებისთვის სხვადასხვა შეღავათის გაწევაში, მათ შორის საუბარია ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავალიანების შესწავლის შესახებაც.
მისივე თქმით, ბაზრების ასოციაცია დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების ინიციატივით გამოდის. სხვადასხვა ბაზრობები მზად არიან, მოვაჭრეებს ფართები 3-დან 6 თვის ვადაში, ქირის გარეშე დაუთმონ. საუბარია ასევე პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობაზე, რომელიც შუამავალი იქნება კერძო ბანკებთან დაზარალებულებისთვის კრედიტების გადავადების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები