ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის რეისი 5 საათის დაგვიანებით შესრულდა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელმა რეისი 5 საათის დაგვიანებით შეასრულა. მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის გაჩერება მატარებლის ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია. მატარებელი შორაპანთან გაჩერდა. ვაგონებში კი ელექტროენერგია და კონდიცირება გაითიშა. მგზავრების გადმოსაყვანად თბილისიდან სამგზავრო მატარებლის გაგზავნა გახდა საჭირო. საბოლოოდ მგზავრები დედაქალაქში დილის 05:00 საათზე ჩამოვიდნენ. საქართველოს რკინიგზაში მგზავრებს ბოდიშს უხდიან და მზად არიან კომპენსაცია გადაიხადონ. მგზავრების ნაწილმა ბილეთის თანხა უკვე დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები