კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა – მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბორდიურზე იჯდა და ასფალტზე გადმოვარდა, რის შემდეგაც მას ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახებისას მან სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმთა ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები