თბილისში ორსართულიანმა მატარებელმა მამაკაცი იმსხვერპლა

დიდუბე -ავჭალის სარკინიგზო გადასასვლელთან მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი, ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა. მომხდარს სამართალდამცველები იკვლევენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები