თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები