ფოთში ავარიის შედეგად 19 წლის მამაკაცი დაიღუპა

ფოთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 19 წლის მამაკაცი დაიღუპა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა  საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მანქანა ხეს შეეჯახა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები