ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას,  მეორე ვადით,  პედრო აგრამუნტი უხელმძღვანელებს. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს.
დღესვე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა  და ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და ლორდი რიჩარდ ბალფი ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე. ქართველი დეპუტატები საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები