პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა

პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით მანანა კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, მანანა კობახიძეს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ. მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ ფრაქციებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ირჩევს. მანანა კობახიძესთან დაკავშირებით დეპუტატები გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები