20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტა იაპონურ იენთან ერთად სეტის სახით გაიყიდა

 იაპონიის ზარაფხანამ საკოლექციო დანიშნულების სეტი გამოუშვა, რომელშიც იაპონურ მონეტებთან ერთად, ქართული 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტაცაა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სეტის პრეზენტაცია, იაპონიაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა. სულ დამზადდა 30 000 ცალი სეტი.
სეტის სარეალიზაციო ღირებულება 2 100 იაპონური იენია და ის იაპონიაში გაიყიდება. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და იაპონიის ზარაფხანას შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები