მამუკა მდინარაძე მანანა კობახიძეზე: ვფიქრობ, მანანა კობახიძე იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე

 ვფიქრობ, მანანა კობახიძე იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ფრაქცია ”ქართული ოცნება” პარლამენტს მანანა კობახიძის კანდიდატურას დღეს ბიუროს სხდომამდე წარუდგენს.
”ეს გადაწყვეტილება მიღებულია. დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია “ქართული ოცნება” პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მანანა კობახიძის კანდიდატურას. ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ძალიან მაღალი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები