გიგა ბუკია: მანანა კობახიძის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მხოლოდ მივესალმები

წინა ხელისუფლების დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ რეჟიმის მორჩილები-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა.

ბუკიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დამოუკიდებლები არ იყვნენ. ბუკია მანანა კობახიძის კანდიდატურის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წინა ხელისუფლების დროს იყვნენ რეჟიმის მორჩილები. ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით, რადგან მოსამართლე უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური და დამოუკიდებელი. რაც შეეხება მანანა კობახიძის მოსამართლედ არჩევას, მე ამას მხოლოდ მივესალმები,“-განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები