გიგა ბუკია: საგარეო კურსთან დაკავშირებით რამდენად საჭიროა კონსტიტუციაში რაიმეს ჩაწერა, ექსპერტებმა გადაწყვიტონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია არასამთავრობო სექტორის ნაწილის განცხადებებს ეხმაურება, კერძოდ კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მოთხოვნილ ჩანაწერზე. ბუკია მიიჩნევს, რომ არის საკითხები, რაც სპეციალისტების გადასაწყვეტია და მსგავსი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ექსპერტებთან შეთანხმების შედეგად.
„ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ შეტანილი ცვლილება, ეს ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ. არის საკითხები, რაც საჭიროებს გაანალიზებას და და მხოლოდ მსჯელობის შედეგად უნდა მოხდეს მათი კონსტიტუციაში შეტანა,“-განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები