იან კელი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ჯერ სახელმწიფო მდივანი არ დანიშნულა. ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პოლიტიკა გვექნება, როცა უკვე ახალი სახელმწიფო მდივანი გვეყოლება, მაგრამ სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება”,- განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები