გრიგოლ ვაშაძე: ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ

ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ – ამ სიტყვებით საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
ვაშაძემ ყოფილი ხელისუფლების მმართველობა შეაქო.
“ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე, იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა, თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენს დაწესებულ დროშას სწევენ დღეს, თქვენს შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენს დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენს ინსტიტუციებში სხედან, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და შეგვეძლო, დღეს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათი ტკივილი გვესმის, “- განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები