სანდრა რულოვსი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება მყუდრო ადგილი, ყველი, პური და სითბო

„მიშას რაც უნდა წაართვან, ქონება ან სახლი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი, პური და სითბო“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიშა სადაც უნდა იყოს, ის ქმნის ამინდს.
„თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ. რაც უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, უკუშედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, იმიტომ, რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც უნდა ქონება წაართვან ან სახლი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო. რაც უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არა აქვს – სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები