ნინო ბურკაძის მულტიმედიური გამოფენა-გაყიდვა: „ყველა და ყველაფერი“ გაიხსნება

20 იანვარს, 19:00 საათზე, გალერეა „შარდენში“, ნინო ბურკაძის მულტიმედიური გამოფენა-გაყიდვა – „ყველა და ყველაფერი“ გაიმართება.
პერსონალური გამოფენა აერთიანებს ნინო ბურკაძის ტიხრული მინანქრის სამკაულს, დეკორატიულ ავეჯს, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებსაც დიზაინერი ერთი სრული კოლექციის სახით წარმოადგენს.
ნინო ბურკაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვო აკადემია – ფერწერა, თეატრის დიზაინი. მისი გამოფენები ყოველთვის გამოირჩეოდა ექსპერიმენტებითა და საინტერესო ხედვით, როგორიცაა, მაგალითად, მარაო” და ლანგარი”.
მუდმივი სიახლის ძიებით ის ქართული ტიხრული მინანქრის სამყაროში აღმოჩნდა. ამ სფეროში მრავალწლიანმა მუშაობამ დიდი აღიარება მოუტანა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მონაწილეობა მიიღო ტიხრული მინანქრის საერთაშორისო გამოფენებსა და ბიენალეებში: იაპონიაში, ესპანეთში, ინგლისში, სადაც მისმა ნამუშევრებმა არაერთხელ დაიმსახურეს ჟიურისა და დამთვალიერებელთა სიმპათია. 2008 წელს ის მიიწვიეს საფრანგეთში, ლიმოჟში მინანქრის სახლის გახსნასა და გამოფენაზე. რამდენიმე პერსონალურმა გამოფენამ თბილისში კი, მას საბოლოოდ დაუმკვიდრა ადგილი წამყვან ქართველ მხატვრებს შორის.
გამოფენა  31 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები