ირაკლი გოგავა: ორი ძებნილის – მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის ინვესტიცია ალბანეთში

„ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში!“ – ამ სათაურით „მოქალაქეთა კავშირის“ ყოფილი წევრი და „საქართველოს განვითარების დირექტორი“ ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ირაკლი გოგავას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონიანი ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. „სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. ალბანეთში Gulf-ის სახელით მათი ფირმები “Sun Petroleum Albania Trading” JSC და “Sun Petroleum Albania” LLC მოქმედებენ.
საქართველოში Gulf-ის ოპერატორი “Sun Petroleum Georgia LLC” იყო. ეტყობა “კეზერას” ეს სახელი კარგად აქვს დაცდილი. ქსელის ასამუშავებლად Gulf-ის ქართული მენეჯმენტი წაიყვანეს. ქართველი ხალხისგან ნაძარცვი ფული “საიმედოდ” დააბინავეს. თუ ერთ-ერთი ყოფილი ქართველი “გალფელის” რეზო სააკაძის ამჟამინდელი პოზიციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა ალბანეთის KFC (სწრაფი კვების ქსელი) კეზერაშვილს ეკუთვნის. P.S. ჟურნალისტების საყურადღებოდ, ეს ჩემი პირადი ინფორმაციაა და დრო არ დახარჯოთ ინტერნეტში წყაროს ძებნით. “ – წერს ირაკლი გოგავა.

Untitled

445425]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები