საქართველოს პარლამენტის წევრები იაპონიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, შოთა ხაბარელი საქართველოში იაპონიის საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც იაპონიის სახმელეთო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რიოსეი ტანაკას ჩვენს ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების, ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამონაწილეობისა და საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და თემურ ხუბულური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები