სიღნაღში საახალწლო კონცერტი გაიმართება

29 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები: დათო არჩვაძე, ნინო ძოწენიძე, ანი სირაძე, ფრიდონ კიკილაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი, ვერიკო ტურაშვილი, ქეთი გომართელი, დავით ძიძიგური და გია ნიკოლაძე მიიღებენ.
საახალწლო კონცერტის პარალელურად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა მრავალშვილიან (55) და იძულებით გადაადგილებულ პირთა (46) ოჯახებს საჩუქრებს გადასცემს.
საახალწლო ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები