დები ლოლაშვილების მუსიკალური საღამო გაიმართება

„კავკასიური რეპერტუარის პრეზენტაცია“ – ამ სახელწოდებით „კავკასიურ სახლში“  დები ლოლაშვილების მუსიკალური საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე წარმოდგენილი იქნება კავკასიელი ხალხის ხალხური სიმღერები. დები შეასრულებენ მეგრულ, სვანურ, აფხაზურ, ჩერქეზულ, ჩეჩნურ და ოსურ სიმღერებს.
პროექტი დაფინანსდა „კავკასიური სახლის“ მიერ „კულტურული კალენდარის“ ფარგლებში და მისი მიზანია კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები