დავით შუღლიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარის, ლიტერატურის მუზეუმის ერთ-ერთი ლეგენდარული თანამშრომლის, დავით შუღლიაშვილისადმი (1910-1994) მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე წარმოდგენილი იქნება დავით შუღლიაშვილის მიერ შეგროვილი XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ცნობილ პიროვნებათა ფოტოარქივი, ასევე მისი პირადი არქივი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას მისმა შვილიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალურ-აუდიოვიზუალური განყოფილების უფროსმა დავით შუღლიაშვილმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები