“საქართველო წვლილს შეიტანს ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის პროცესს“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისაკენ “ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ჯგუფურ დისკუსიაშიც ჩაერთო. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებელობაზე გაამახვილა, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულდეს. “უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე გლობალურმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ქვეყნების ეკონომიკურმა კონკურენციამ გამოიწვია გლობალიზაციის პროცესების ინტენსიფიკაცია. ახლადაღმოცენებული ბაზრების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობები წამყვან პოზიციას იკავებენ ეკონომიკური ზრდისა და გლობალური კეთილდღეობის გადანაწილების კუთხით. რეგიონული და რეგიონთაშორისი ვაჭრობის ინტენსიფიკაციის წყალობით, რიგმა განვითარებადმა ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს და იქცნენ ძლიერ ეკონომიკურ ძალად. ასეთი აღზევება კი მაღალი დონის ინდუსტრიალიზაციისა და საზღვრებს შორის კომერციული ურთიერთობების სწრაფი გაფართოების შედეგია. გარდა ამისა, განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებში განხორციელდა დიდი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რის წყალობითაც ამ ქვეყნებმა მოიპოვეს სასურველი სტატუსი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მხრივ, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კვლავაც დაუჭერს მხარს და წვლილს შეიტანს ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის პროცესსა და სამხრეთ კავკასიის/კასპიის ზღვის/ცენტრალური აზიის ფართო რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები