დღეს ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნის წარდგინება გაიმართება

23 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში მხატვრის საიუბილეო წიგნის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2016 წელი ელენე ახვლედიანის საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის – გიორგი ჯანბერიძის ავტორობით, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი გამოიცა, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი მხატვრის ფერწერა, გრაფიკა და სცენოგრაფია. სრულყოფილი გამოცემა წარმოადგენს გაგრძელებას გიორგი ჯანბერიძის საავტორო წიგნების სერიისა – „ქართული ხელოვნების დიდოსტატები” .
წიგნში ცნობილი ნამუშევრების გვერდით, წარმოდგენილია ახვლედიანის „პარიზის პერიოდში” შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი გრაფიკული ნამუშევრები – შიშველი ნატურების სერია – 54 ჩანახატი. ეს ნამუშევრები პირველად ქვეყნდება და სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ, პროფესიონალებისთვისაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები