დავით კვაჭაძის ფოტოგამოფენა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება

22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, ფოტოგალერეა “Black & White” დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია „აბსტრაქცია” ფოტოხელოვანის 20-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
დავით კვაჭაძე ცნობილი მოკრივე და სპორტის ოსტატია. იგი საბჭოთა კავშირის სამგზის და ევროპის ჩემპიონია კრივში, ასევე საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი და მწვრთნელი.
ფოტოხელოვნებით 14 წლის წინ დაინტერესდა და დღემდე 27 ფოტოგამოფენაში მონაწილეობდა.
როგორც გამოფენის გახსნის დღეს მოქანდაკე გია ჯაფარიძემ განაცხადა, დავითი არა მარტო საუკეთესო სპორტსმენი და მოკრივეა საქართველოს ისტორიაში, ასევე არის საოცარი მხატვარი და შინაგანი ხედვის პატრონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები