ეტიენ ბალიბარის „მარქსის ფილოსოფია“ წიგნის სახლ „ლიგამუსში“

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ეტიენ ბალიბარის ,,მარქსის ფილოსოფიის” წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „მარქსის ფილოსოფია“ სავლე წერეთელის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ბიბლიოთეკის სერიის მეშვიდე წიგნია. ის ფრანგულიდან თარგმნა ელენე ლადარიამ. რედაქტორობა კი გაუწია ლუკა ნახუცრიშვილმა. სერიის რედაქტორია თამარ ცოფურაშვილი.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარქსოლოგი, ეტიენ ბალიბარი 1993 წელს დაწერილ ამ წიგნში სინთეტურად წარმოაჩენს არა მხოლოდ მარქსის ნააზრევის ძირითად ფილოსოფიურ საკითხებს, საიმისოდ, რომ მათ აქტუალობასაც გაუსვას ხაზი, არამედ მარქსიზმის ისტორიის გარდა, ყველაზე უფრო გავლენიანი მარქსისტი მოაზროვნეების შესახებაც იძლევა ცნობებს. ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს წიგნის მეორე გამოცემას, რომელიც მკითხველისადმი მიმართვებისა და ახალი შესავლის გარდა, გამდიდრებულია ვრცელი დანართით, რომელიც ფოირბახის შესახებ მარქსის მეექვსე თეზისის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე აჩვენებს წყვეტას, რომელიც მარქსს შეაქვს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ტრადიციაში, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები