საშობაო გამოფენას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უმასპინძლებს

23 დეკემბერს, 19:00 საათზე,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრების – მიხეილ ფანჯიკიძის და რევაზ გომელაურის პერსონალური საშობაო გამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოიფინება ხის მხატვრული დამუშავების და ფერწერის 100-მდე ნიმუში.
მიხეილ ფანჯიკიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი დაამთავრა. პროფესიით ეკონომისტი პარალელურად გატაცებულია ხის მხატვრული დამუშავებით. გამოირჩევა თანამედროვე აზროვნებით, საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით.
რევაზ გომელაურმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის ბაკალავრიატი, კვიპროსში კი მაგისტრატურა ბიზნესადმინისტრაციის სპეციალობით. გატაცებულია ფერწერით. კვიპროსში, ქალაქ ლამაკაში, მოეწყო რევაზ გომელაურის ხუთი პერსონალური გამოფენა ავანგარდულ მხატვრობაში. ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მრავალფეროვნებითა და სტილისტური თავისებურებებით.
გამოფენა  12 იანვრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები