„თბილისური ამარკორდის“ ქალაქური გამოფენა გაიმართება

24 – 25 დეკემბერს, 12-დან 22 საათამდე, ჯგუფი „თბილისური ამარკორდი“ ახალგაზრდა მხატვრების – ირაკლი ჩიქოვანის, ბექა სვირავას, ირაკლი კუნჭულიას ნამუშევრების თემატურ გამოფენას – „თბილისური ამარკორდის“ ქალაქურ გამოფენას“ გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა გაიხსნება 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, „გუდიაშვილის ბაღად“ წოდებულ ლადო გუდიაშვილის სახელობის ისტორიულ მოედანზე, აბო თბილელის N1-ში მდებარე XIX საუკუნის შენობის სარდაფში და მის პირველ სართულზე.
მსურველს შეეძლება, გაეცნოს და შეიძინოს ქალაქის თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები, გაიცნოს ნამუშევრების ავტორები და ჯგუფ “თბილისური ამარკორდის” წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები