ესპანელი ფოტოგრაფის გამოფენა – “ჩვენ ვართ სვანეთი” გაიხსნება

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, კაფე “1904”-ში, მწვანე ალტერნატივა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია აწყობს ესპანელი ფოტოგრაფის, როზა ვრუმის ფოტოგამოფენას – “ჩვენ ვართ სვანეთი”. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტომასალა. სწორედ ამ თემების ტერიტორიაზე იგეგმება 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრა ჰესის (280 მგვტ) პროექტის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნაკრასა და ჭუბერის თემების არსებობას.
ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს პროექტის მიმართ ადგილობრივთა დამოკიდებულებას. ფილმის ჩვენების შემდეგ კი გაიმართება დისკუსია ნენსკრა ჰესისა და ზოგადად საქართველოში დაგეგმილი სხვა დიდი ჰესების მიზანშეწონილობის თაობაზე.
ფოტოგამოფენამ უკვე მოიარა ესპანეთის ქალაქი მალაგა, ესტონეთის ქალაქი ტალინი და ჩეხეთის ქალაქები – პრაღა და ბრნო.
საქართველოში ფოტოგამოფენას უკვე უმასპინძლა რუსთავმა 14-16 დეკემბერს და დაგეგმილია აღნიშნული ფოტოგამოფენა მოეწყობა თეთრიწყაროსა (20 დეკემბერს) და ქუთაისშიც (27 დეკემბერი).
ფოტოგამოფენა თბილისში, კაფე “1904”-ში  25 დეკემბრამდე გასტანს.
მისამართი: პ. ინგოროყვას 10.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები