“I Speak English” – ანა კაზალისის ხმოვანი წიგნის წარდგინება გაიმართება

24 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ანა კაზალისის ხმოვანი წიგნის – “I Speak English” წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ანა კაზალისის ხმოვანი წიგნი “I Speak English” შეიქმნა ანდრეა დამის იდეის მიხედვით. ილუსტრაციების ავტორია ტონი ვულფი. ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ.
ამ წიგნის კითხვა ძალიან სახალისო და სასარგებლოა, უცხო ენის შესწავლის რთულ პროცესს ამარტივებს.
ღილაკზე თითის დაჭერით უამრავ ინგლისურ სიტყვას და გამოთქმას დაეუფლებით.
ცნობისათვის:  23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები