„საქართველოს პოლიტიკური პარტიები: ისტორია და თანამედროვეობა“ – სემინარი გაიმართება

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში სემინარის „საქართველოს პოლიტიკური პარტიები – XIX საუკუნის დასასრული – XX საუკუნის პირველი მესამედი – ისტორია და თანამედროვეობა” მეორე შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სემინარში მონაწილეობენ: პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მალხაზ მაცაბერიძე – ”საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (РСДРП);” პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ გურული – „მესამე დასი“ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში.”
მუდმივმოქმედი სემინარის ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პარლამენტის არქივის უფროსი, ირაკლი იაკობაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები