საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადაეცა. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს დაესწრო.
ქეთი მელუამ და გორის კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადასცა.
ქართველი მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები