კრებულის – „XXI ქართული ესეს“ წარდგინება გაიმართება

25 დეკემბერს, 18:45 საათზე, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „XXI ქართული ესეს“ წარდგინება გაიმართება.
წიგნი „კალმოსანმა“ გამოსცა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი აერთიანებს 21 ქართველი ავტორის მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო ესეს. თემატიკის და ავტორთა განსხვავებულობის გამო, წინამდებარე კრებული იმდენად ეკლექტურია, რომ ის ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მკითხველისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. ავტორები: გივი ალხაზიშვილი; მიხეილ ანთაძე; დიანა ანფიმიადი; გიორგი ბარამიძე; დათო ბარბაქაძე;
ლევან ბრეგაძე; ნაირა გელაშვილი;  ლექსო დორეული; გია ეძგვერაძე; გიგი თევზაძე;  შოთა იათაშვილი; ზურაბ კიკნაძე; ვახუშტი მენაბდე;  ნანა ტრაპაიძე; ნათია ფანჯიკიძე;ზაზა ფირალიშვილი;  პაატა ქურდაძე; მერაბ ღაღანიძე; ხვიჩა ყალაბეგაშვილი;  პაატა შამუგია; მალხაზ ხარბედია.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები