ქართული ფილმი “მექელეხე” საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მექელეხე” მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა.
Tous Courts-ის კინოფესტივალზე საერთაშორისო ჟიურიმ სპეციალური პრიზი პოლონურ-უკრაინულ კოპროდუქციას Moloch გადასცა, მეორე ადგილის სიგელი კი ქართულმა ფილმმა “მექელეხემ” დაიმსახურა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, “მექელეხე” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც „ქელეხების” შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს.
თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო “პრომეთე” გადასცეს.
ფილმი კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები