„სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქის“ წარდგინება გაიმართება

22 დეკემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე, გაიმართება თამარ თანდაშვილის რომანის “სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქის” წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თამარ თანდაშვილის რომანი ქართული სააზროვნო და საყოფაცხოვრებო კულტურის სიღატაკეზეა; თავს მოხვეულ, სულიერებას მოკლებულ ქრისტიანობაზე; ერის ფანტაზიებში წარმოსახულ ვაჟკაცობაზე, რომლის ფილოსოფია, საჭიროების შემთხვევაში, პლასტელინივით უგზო-უკვლოდ იწელება.
„ლიზას ბაღნარი, ლიზას წალკოტი. არავინ ამბობდა, ლიზას სახლიო. დავინტერესდი, რა ბაღნარია ასეთი, ღმერთის არსებობას რომ შეარიგა ქალი, რომელიც წინა და ეს საუკუნე ქრისტეს ხატს სადაც ნახავდა, პირში ნერწყვის გამოლევამდე აფურთხებდა. რომ გამოათრევდნენ, თვალს თვალში გაუყრიდა და გულის წასვლის შემდეგ რომ სიმშვიდე იცის, იმ ტონით დააყოლებდა: იესო, ხომ იცი, რატომო“.
ეს წიგნი არის სიტყვით ქალის მადიდებელ ქვეყანაში ქალისა და კაცის გაუპატიურების „გაპრავებულ“ დისკურსზე და ქალისა და ქალურობის მიმართ სიძულვილის გამოხატვის მრავალ-ჟანრულ პრაქტიკაზე. უფრო მოკლედ კი “სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი” იმ მახინჯ პატრიარქალურ ნიღაბზეა, რომელიც დღეს ქართველებს სუფრის მოლოდინში აგვიფარებია და რომლის უკანაც ნამდვილი თავისუფლების შიშისგან თავზარდაცემულ სახეებს ვმალავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები