რეზო ადამიას რომანის – „წმინდა ნინოს“ წარდგინება გაიმართება

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში რეზო ადამიას რომანის “წმიდა ნინოს” წარდგინება გაიმართება.
რომანი „ინტელექტმა“ გამოსცა და რეზო ადამიას ნახატებითაა გაფორმებული.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომანი მრავალმხრივ საინტერესოა. ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რაც განპირობებულია ავტორის მაღალი ნიჭიერებით და წერის ორიგინალური მანერით.
„რეზო ადამია საინტერესოდ გვიხასიათებს ეპოქასაც – IV საუკუნის საქართველოს, ნანა დედოფლისა და მირიან მეფის მოღვაწეობას, მათ როლს იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში. ნინოს ღვაწლით, დიდი მცდელობით, ნანა დედოფლის მხარში დგომით და ბოლოს, მეფე მირიანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განწმინდა იბერიელთა საზოგადოება და იესო ქრისტეს მოძღვრებით სულიერად განახლდა არც ისე შორეულ წარსულში ჯოჯოხეთურად წარმართული მასები.
რომანში აღწერილია წმიდა ნინოს საქმიანობა იბერიის დედაქალაქის – მცხეთის გარეთ, ხაზგასმულადაა წარმოდგენილი ბოდბის პერიოდი. საგულისხმოა რომანის ავტორისეული დასკვნა, რომ მხოლოდ ტანჯვით იშვება დიადური და უმნიშვნელოვანესი – ქრისტიანული სარწმუნოება, ღვთიური სიწმინდის სიყვარული, მიტევება და სიკეთე, სათნოება, ურთიერთნდობა, ჭეშმარიტება და ზნეობრივი დახვეწილობა-სიწმინდე“, – აღნიშნულია რომანის წინასიტყვაობაში.
წიგნი გამოცემულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები