გივი ალხაზიშვილის წიგნის – ,,დანაშაულით მკვდარის“ წარდგინება გაიმართება
21 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება გივი ალხაზიშვილის წიგნის ,,დანაშაულით მკვდარის“ (მხატვრულ-დოკუმენტური ამბავის) წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და გამოკვეთილი რეტროსპექტივა იწყება 2012 წლის საარჩევნო ბატალიებით, გრძელდება მწერალთა სახლის დაფუძნებით, მწერალთა ერთი ჯგუფის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის კულუარების უაღრესად საინტერესო ასახვით.
მეოთხე და დამაგვირგვინებელი თავი – „დღიური” მოგვთხრობს 2008 წლის ცხინვალის ომსა და სავალალო შედეგებზე, სამაჩაბლოდან გამოდევნილი მოსახლეობის უკიდურეს გასაჭირსა და ბედის ანაბარა მიტოვებულ რეზერვისტებზე.
სახარებისეული სენტენცია – „დანაშაულით მკვდარი“ ზუსტად მოერგო მთავარ პერსონაჟს.