რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი: გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტორეპორტაჟი)

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულთა დაჯილდოება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მწერალი და კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე (თავმჯდომარე), ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, მწერალი ჯუმბერ გოგრიჭიანი, მწერალი თამაზ ხმალაძე, გამოავლინა 9 ფინალისტი.15493633_1870886149811017_7509666948987415075_o
სამი პრემია კი ასე განაწილდა: პირველი პრემია მიენიჭა ბექა ბაღაშვილს („ხახვები და ნივრები“), მეორე პრემია – მაკა სეფაშვილს („გზა, რომელსაც მივყავართ“…), მესამე პრემია – გოჩა ღვინიაშვილს გავიდა („თეთრი დილა“).
კონკურსის პრიზიორები გახდნენ: ბაჩო კვირტია, გივი ჩიღვინაძე, ლელა თოთაძე, ნანა ქარდავა, მარიამ ათაბაგი, ნორა ედიშერაშვილი.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორებს, დიპლომებთან ერთად, გადეცათ მხატვრების: რეზო (ემელიანე) ადამიას, თამარ ლომიძის, ნატო სირბილაძის, ვასილ ბოსტაშვილის ნამუშევრები.
სპეციალურად კონკურსისთვის პრიზები დააწესეს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა: იზო სამუშიამ და ცისმარი ყურაშვილმა.
დაჯილდოების საღამოს უძღვებოდა ჟურნალ „ანეულის“ სარედაქციო გაერთიანების წევრი, ცნობილი ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე, სიტყვით გამოვიდნენ: მწერლები: როსტომ ჩხეიძე, თამაზ ხმალაძე, პოეტები: თემურ ჩალაბაშვილი, ჯუბა ღებელი, ნინო ქუთათელაძე, მზია ხეთაგური, მკევლევარი გულნაზ გვალია, მხატვარი რეზო (ემელიანე) ადამია, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ბესიკ ბოსტოღანაშვილი, რევაზ ინანიშვილის მეუღლე, როზა ინანიშვილი…15585331_1870883873144578_3821670060857497114_o
რევაზ ინანიშვილის ნოველა „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“ წაიკითხა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა აკაკი მესაბლიშვილმა.
საღამოს ამშვენებდა რევაზ ინანიშვილის სახელობის 159-ე საჯარო სკოლის ანსამბლი „ლალე“ (ხელმძღვანელი ლეილა ჭიოკაძე).
იმავე დღეს გაიმართა რევაზ ინანიშვილის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ჟურნალ „ანეულის“ ახალი ნომრის წარდგინება, რომელშიც გამარჯვებული მოთხრობები დაიბეჭდა.
რევაზ ინანიშვილისა სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ პოეტმა და ჟურნალისტმა თამარ შაიშმელაშვილმა დააარსა და წელს მეშვიდედ გაიმართა. მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

15625809_1870881856478113_2057203164437517339_o

15540973_1870879356478363_5249119543326467356_o

15585248_1870870349812597_3333107584753538231_o

15540744_1870853086480990_3683937582385558261_o

15591103_1870901403142825_8705983077876247110_o

15493849_1870851016481197_7817118743251887714_o

15385314_1870882349811397_3757904691788168070_o

15591350_1870873376478961_1203395023157486051_o

15625687_1870882959811336_5307324918911792944_o

15591661_1870872766479022_3265872446934049688_o

15626230_1870883279811304_1403065014916115602_o

15626255_1870884119811220_809309980053327511_o

15591306_1870883373144628_6020844871553842627_o

15625806_1870898736476425_6556571553382517422_o

15625720_1870870819812550_8676111366475620511_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები