სანქტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა

სანქტ-პეტერბურგში, რუსთაველის ქუჩა 56-ში,  შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნა. ძეგლის სიმაღლე 340 სმ-ია. ქანდაკების ავტორი ზურაბ წერეთელია.
როგორც რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ფეისბუქზე წერს, ძეგლი რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისა და ამავე საზოგადოების სანქტ-პეტერბურგის ფილიალის (თავმჯდომარე: ავთანდილ ბუთხაშვილი) ძალისხმევით დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები