„ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს გაიმართება

„ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი: ნანუკა გიორგობიანი, დავით შანიძე, ტრიო “მანდილი”, ელენე მიქიაშვილი, ანდრია გველესიანი, ჯგუფი The Mins, ალისა დანელია, რატი დურგლიშვილი, ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი, ჯგუფი EOS, დიმა კობეშავიძე, მალიბუ, ჯგუფი Asea Sool, MISHO, თაკო გაჩეჩილაძე, ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo მარიამ ჩაჩხიანი, ნუცა ბუზალაძე, ჯგუფი Sparkle, ნინო ბაშარული, თემო საჯაია, მარიკო ლეჟავა და საბინა ჭანტურია წარდგებიან.
გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებების – SMS-ების საშუალებით გამოავლენენ. ხმის მიცემის შედეგები შემდეგი თანაფარდობით გადანაწილდება – 60 პროცენტი ჟიური და 40 პროცენტი მაყურებელი.
ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთს გაგრძელდება, მას შემდეგ რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე.
ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს 2017 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე კიევში წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები