„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ – ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართება

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალ “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის ტრადიციად ქცეულ რუბრიკა „დებიუტში“ მსმენელის წინაშე ანსამბლი „ადილეი“ წარდგება.
ანსამბლის სოლო კონცერტი სადებიუტოა კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
კონცერტზე შესრულდება საარქივო ჩანაწერებიდან საგულდაგულოდ ამოკრეფილი სიმღერების როგორც ცნობილი, ისე აუჟღერებელი ვარიანტები.
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეცხრამეტედ, 14 – 28 დეკემბერს ტარდება.
ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში გურამ თიკანაძის 50-იანი წლების ფოტოგამოფენა იქნება წარმოდგენილი.
ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში და საიტზე: tkt.ge/musicfest.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები