დღეს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების წარდგინება გაიმართება

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის მედიათეკის ვაკის ფილიალში გაიმართება თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების, ასევე მისი გამოცემებისა და ვებგვერდის წარდგინება.
ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება 30.02.651) და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას.
გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება. ეს მუზეუმებია: თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი; თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი; თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი; თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი; თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი; თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი; თბილისის თოჯინების მუზეუმი; თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები