ვახტანგ ჯავახაძის პოეტური კრებულის – „ელეგია და სხვა“ წარდგინება გაიმართება

24 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ვახტანგ ჯავახაძის პოეტური კრებულის „ელეგია და სხვა“ წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატოებმა განუცხადეს, კრებულში შესულია ვახტანგ ჯავახაძის მიერ 2012-2016 წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პრესაში და მკითხველის ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევდა. მაგრამ ამ მხრივ, არა მხოლოდ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედების, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის უპრეცედენტო აღმოჩნდა „ელეგია: ყელსაბამი“, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაამსხვრია მითი, რომ პოეზიას არ კითხულობენ. ივლისის თვეში (მაშინ, როცა ყველა ისვენებს ან შვებულებისთვის ემზადება) გამოქვეყნებულმა ლექსმა ერთბაშად დაიპყრო სოციალური ქსელი და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.
23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები