დავით საგანელიძე: ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ფასი 200 დოლარსაც შეადგენს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.
დავით საგანელიძემ იმ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩინეთის წამყვან ქვეყნებში საპარტნიორო ფონდთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.
ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციაა. „საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენი ჩინეთში ვიზიტი. ჩვენდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთში უკვე ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს ასხამენ,
სასიხარულოდ იმიტომ, რომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია იზრდება, სამწუხაროა, რომ არაჯანსაღი პროდუქციით ხდება კონკურენციის გაწევის მცდელობა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ქალაქ გუანჯოში ჩვენ შევხდით ჩვენს პარტნიორებს, საგულისხმოა, რომ მხოლოდ საპარტნიორო ფონდის მხრიდან, ჩინეთში, 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო შევა, ხოლო მთლიანად საქართველოდან ამ ციფრმა შესაძლოა 6 მილიონსაც გადააჭარბოს. ჩვენი მიზანია ჩვენმა ღვინომ ჩინეთის ბაზარზე ადგილი დაიკავოს მაღალ ან შუა ეშელონებში.
ძალიან კურიოზული სიტუაციაც შეიქმნა გუანჯოში გამართულ ფორუმზე, რომელსაც დაახლოებით 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ეს ფორუმი გადაიქცა ქართულ-ჩინურ ფორუმად.
მალე ჩვენ გუანჯოში ჩვენი ოფისი გვექნება. მშენებარე სავაჭრო ცენტრში უკვე გამოყოფილია 100 კვადრატული მეტრი ფართი, სადაც მომავალი წლიდან ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან,“-განაცხადა დავით საგანელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. დავით საგანელიძის ინფორმაციით, მალე, ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხებზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის შექმნილი რეკლამაც იტრიალებს.
„მე პოლიტიკას ჩამოვშორდი, მაგრამ რადგან ჩინეთში ვიყავი, შევხვდი იქ ჩემს მეგობრებს და ძალიან კარგ და სასიამოვნო შეთანხმებას მივაღწიეთ. მე მათ შევთავაზე, რომ დაგვიფინანსონ კლიპი, რომელიც ჩინეთის მოსახლეობას საქართველოს უკეთესად გააცნობს და ამაზე თანხმობა მივიღე, რაც ძალიან სასიამოვნოა. მალე ჩინეთის ცენტრალური არხების სარეკლამო ბადეში 10-წუთიანი ქართული ვიდეოკლიპი გამოჩნდება,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები