ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზისა და და სოფლის ცენტრში შენობების ფასადების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.
ნიკორწმინდის ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები