ფესტოსის დისკოს ამომხსნელ ქართველ მეცნიერთან შეხვედრა გაიმართება

16 დეკემბერს, 16 საათზე, ავლაბარში, 26-ე ბიბლიოთეკაში გაიმართება ახალგაზრდული სადისკუსიო კლუბის შეხვედრა ცნობილ მეცნიერთან, გია კვაშილავასთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, ფესტოსის დისკოს საიდუმლოს ამომხსნელ ქართველ მეცნიერს დაუსვას კითხვები სამეცნიერო მიღწევების, სიახლეების, სამომავლო გეგმების შესახებ.
ასევე მოისმინოს პასუხები მისგან ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა დედაღვთაების, კორიბანტების, უძველესი ქართული წარწერების, დამწერლობისა და მათემატიკის ურთიერთკავშირის შესახებ.
აღნიშნულ თემებზე წარმოდგენილი იქნება აუდიო-თვალსაჩინოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები