ქეთი მატაბელის ღია ლექცია და ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

18 დეკემბერს,  15 საათზე, უნივერსალური განათლების ცენტრში  შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის, მხატვარ ქეთი მატაბელის ღია ლექცია და ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირს“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარმოდგენილი იქნება ფოლიანტები, კოლაჟები, ასამბლაჟები, მინიატურები და ა.შ. ასევე, მსურველი ნამუშევრების შექმნის ორიგინალურ მეთოდებსაც გაეცნობა.
ღონისძიება განსაკუთრებით დააინტერესებთ ახალგაზრდებს და მოზარდებს 10-12 წლის ასაკიდან, ასევე – მათ მშობლებსა და ოჯახის წევრებს.
მისამართი: ჟიული შარტავას ქ. #41.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები