ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებითი საღამო გაიმართება

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართება პოპულარული თანამედროვე მხატვარის, ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებითი საღამო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომლის ტილო ინგლისის ბონემის პრესტიჟულ აუქციონზე გაიყიდა. ბატონმა ოლეგმა თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას უსახსოვრა წიგნის ფორმის სკულპტურა. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ მხატვრის ნამუშევრების რეტროსპექტივას და ლექსთა კრებულის წარდგენას. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კომპოზიტორი დავით ევგენიძე.
სკულპტურის მხატვარ – შემსრულებელია კოტე ჯინჭარაძე.
საღამო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები