ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6686 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6604 ლარი იყო.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი მისი ფასი 2.8301 ლარს შეადგენდა.
2.6604 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი დღეს საშუალოდ, 2.72 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები