კახა კალაძე: “გაზპრომთან” შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, “გაზპრომთან” შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს “გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის საკითხზე განუცხადა, ქართული მხარისთვის მათი წინადადება მიუღებელია.
“იცით, რომ ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად, შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ (მთლიანი მოცულობის 10%-ს). ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები